MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს შესახებ საუბრობს:

“ფრიად საინტერესო ხალხია ნაცები და “ჯუნიორ”  ნაცები (ევროპული საქართველო) მათი გამოსვლები, როგორც წესი ჩემს მოწონებას და აღტაცებას არ იწვევს,  მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერს აქვს დასასრული..

რამდენიმე დღის წინ” რუსთავი2″-ის ეთერში მელიას ვუსმენდი, შემდეგ  კი ბოკერიას, მომეწონა მათი გვიანი აღიარება. ნიკა მელია: „ნაცმოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული 

გიგა ბოკერია:  ხელისუფლებაში ჩვენი  ყოფნის დროს მედია თავისუფალი არ იყო პრესის თავისუფლების შესახებ  იმავეს ამბობს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების  ანგარიში როგორიც არის  ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტი „თავისუფლების ბარომეტრი”  და „რეპორტიორები საზღვებს გარეშე“. აღნიშნულ კვლევებში ნათლად ჩანს, რომ საქართველოში  2012 წლის შემდეგ  პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშნელოვნად გაუმჯობესდა. 

აღიარება ცალსახად კარგი და მისალმებელია,  ბოკერიამ და მელიამ საჯაროდ დააფიქსირეს, რომ მათ საქართველოში ფეიკ-დემოკრატია ანუ ყალბი დემოკრატია შექმნეს, დემოკრატიის ანტიპოდური მოდელი… 

საგულისხმოა, ადამიანებს რომელებმაც აღიარეს, რომ მათ დროს  სასამართლო და მედია ხელისუფლების მხრიდან კონტროლდებოდა, დღეს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ,  ღირსეულ საზოგადოებაში მსგავსი, პირდაპირ ვიტყვი კრიმინალი  პოლიტიკოსების ადგილი არ არის, მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს ჰყავს  ღირსეული საზოგადოება, რომელიც ფეიკ დემოკრატიის შემქმნელებს, სათანადო ადგილს მიუჩენს და პოლიტიკიდან განდევნის!”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?