MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

“მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ბიუჯეტს დადებითად ვაფასებ, რა თქმა უნდა მოცემული დოკუმენტი ყველას მოწონებას ვერ/არ დაიმსახურებს, მთავარია რომ აღნიშნული ბიუჯეტი ასახავს რეალობას და პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

მართალია მცირდება ეკონომიკური ზრდა და ზოგადად ეკონომიკა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკა ზოგადად მსოფლიოში შემცირდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენი ეკონომიკა დიდწილად გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული (I კვარტალში, ევროკავშირის ეკონომიკამ, რეკორდული ვარდნა აჩვენა. იგივე პროცესები მიმდინარეობს ამერიკაში, სადაც ოფიციალურად გამოაცხადდა რეცესიის დაწყება, ანალოგიური მდგომარეობა არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში)

იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთოთ აუცილებელია, მოცემული რეალობა სრულად გავაანალიზოთ (ვგულისმხობ გლობალურ და არა ლოკალურ მდგომარეობას) ზოგადად მსოფლიო მასშტაბით ფიქსირდება ფულადი რესურსის და ინვესტიციების კლება, რაც პირველ ყოვლისა გამოწვეულია პანდემიით, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს. სამწუხაროდ მძიმე არის მდგომარეობა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორები არიან, აღნიშნულის გათვალსიწნებით, ორმაგად დასაფასებელია, საქართველოს მთავრობის თითოეული წევრის გაწეული შრომა და 24 საათიანი მუშაობა, რისი შედეგიც არის მოზიდული მილიარდობით ლარი, რომელიც პირველ ყოვლისა სოციალურ საკითხებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოხმარდება, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები. ხოლო სოციალური მიმართულებით დაფინანსება იზრდება.

(უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში 450 მლნ, საშემოსავლო გადასახადის შეღავათი 250 მლნ. კომუნალური ხარჯების სუბსიდირება 170 მლნ, სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა 139 მლნ. თვითდასაქმებულთა 300 ლარიანი დახმარება 75 მლნ. და ა.შ.)

ანტიკრიზისული ბიუჯეტი და მთავრობის ქმედითი ნაბიჯები აჩვენებს რომ საქართველოს შეუძლია გლობალური პრობლემა შესაძლებლობად აქციოს, რაც მომავალში ეკონომიკის სწრაფად აღდგენის და დანაკარგის კომპენსირების შესაძლებლობას მოგვცემს”

თქვენი კომენტარი?