MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ოთარ აბესაძე ფეისბუქში წერს:

“ე.წ. ლობისტური კომპანიები იღებენ ჰონორარს იმაში, რომ კონკრეტული პოლიტ- ჯგუფების ინტერესები ასახონ ოფიციალურ რეზოლუციებსა და პოლიტიკური პირების განცხადებებში. და თუ ეს ნამდვილად ასეა, როგორც “ქართული ოცნების”ლიდერშიპი ამბობს, თუ ამ ყოველივეს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აკეთებს, რა გამოდის? ოცნებას არყოფნის რესურსი და კომპეტენცია რომ დაალაგოს ეს ყოველივე თავის სასარგებლოდ? ანუ ვერ იყენებს შესაბამისად მათ ხელში არსებულ რესურსს 8 წლის განმავლობაში?

ასეთი განცხადებები არის ირიბი რეკლამა მათი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის შემქმნელების.

ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოს ხსენება გავლენიანი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ თუ ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დამსახურებაა და ამას ესე ღიად ამბობთ მისალოცად ჰქონიათ საქმე .

იმედია ხვდებით, რომ ამით საკუთარ ამომრჩეველს ურბილებთ რწმენას თქვენი სიძლიერის.

საბოლოოდ ისე არ გამოვიდეს, რომ 2012 წლის ისტორიული არჩევნები (დემოკრატიულად, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება) მხოლოდ ნაც. მოძრაობის აქტივში ჩაიწეროს.

თუ ამ ყოველივეს ნაც. მოძრაობის ლობისტური კომპანიები აგვარებენ მათთან ასოცირებულ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად, ისიც იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენ განცხადებას უთარგმნიან, თუ როგორ მოიხსენიებთ ნაცების აგენტებად და ფულზე გაყიდულებად, ისინი პოლიტიკოსები არიან და შემდეგ მსგავს განცხადებებს ყოველგვარი ლობისტური კომპანიების და “ჰონორარის” გარეშე უფასოდ გააკეთებენ, ოღონდ ბევრად უფრო მწვავეს შესაბამისი ქმედებებით.

შეფასებებისას იყავით ძალიან ფრთხილები.ეს ყველაფერი ვნებს პირველ რიგში საქართველოს”– წერს ოთარ აბესაძე.

თქვენი კომენტარი?