სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვს სურს კარგი ურთიერთობები თბილისთან

792
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვს კარგი ურთიერთობები სურს თბილისთან. სერგეი ლავროვის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს უსურვებს, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და გააკეთოს ის, რაც კარგია მისი ხალხისთვის.

“რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები სურს. ვიმედოვნებთ რომ ახალი პრეზიდენტოს დროს განვაგრძობთ კონტრუქციული განვითარებისთვის გზების გამოძებნას.მოსკოვმა და თბილისმა ბოლო დროს რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

ლავროვის თქმითვე, რუსეთის ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს უსურვებს რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და გააკეთოს ის, რაც კარგია მისი ხალხისთვის. რაც ეხება ჩვენს ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს”– განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE