MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

12 ივნისს, ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა TV “პირველი” დატოვეს და დაიხურა საავტორო გადაცემა “პოლიტმეტრი”, მათთან ერთად ტელევიზიიდან წავიდნენ  გადაცემის ჟურნალისტები და პროდიუსერები.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე ყველა გადაცემის ვიდეოფრაგმენტი იტვირთება, თუმცა ის ეპიზოდი, სადაც ჟიჟილაშვილმა და სანაიამ წასვლის შესახებ განაცხადეს და  მიზეზებზეც ირიბად ისაუბრეს, ამ დრომდე არ ატვირთულა არხის ოფიციალურ ფეისბუქზე.

აღნიშნული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია მხოლოდ სრული გადაცემის გადახვევის შემთხვევაში, ასევე სხვა მედიასაშუალებების მიერ გადმოწერილ რესურსებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ წამყვანებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად გააგრძელებდნენ საქმიანობას, რომ არა არხის დირექტორი  ვატო წერეთელი, რომელმაც ეს ამბავი, სავარაუდოდ მათგან დამოუკიდებლად გაახმაურა, როდესაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ჟურნალისტების გადაწყვეტილებას და თქვა, რომ წარმატებებს უსურვებს ტელეარხ “ფორმულა”-ზე, თუმცა ვატო წერეთლის პოსტში მათ მიმართ წყენა იგრძნობოდა იმ განცხადების ტექსტზე, რაც  ეთერის ბოლოს გააკეთეს.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?