MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს 34 წლის სოსო ვარძელაშვილი, რომელიც არის უსინათლო, დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე და ეპილეფსია. როგორც MULTIMEDIA.GE-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აცნობა, ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ჰყავს სამი  მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი დედა და ძმა.

როგორც ცნობილია, სიმსივნის მეტასტაზები იმდენად გაჯდა ორგანიზმში, რომ ექიმები ოპერაციის გაკეთებაზე უარეს ეუბნებიან და ერთადერთი გამოსავალი სხივური თერაპიაა, თუმცა ოჯახს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. ყოველი დღე გადამწყვეტია, დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ საბანკო რეკვიზიტზე:


თიბისი ბანკი: GE22TB7376445061100097

მიმღები ინეზა ვარძელაშვილი

 

თქვენი კომენტარი?