“კონკრეტულად ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც 2016, 2017 და 2024 წლის არჩევნებში პირდაპირ იყვნენ ჩართულები “ქართული ოცნების” დისკრედიტაციის კამპანიაში და დღეს არიან უმაღლესი ითანამდებობის პირები “ქართულ ოცნებაში” – ეს ნორმალურია? რას უნდა ელოდო ამ ადამიანებისგან, რომლებიც, ბოლო მომენტამდე იყვნენ ოპოზიციაში, სანამ რაღაც თანამდებობები არ მიიღეს”- განაცხადა კახა კახიშვილმა 1 ოქტომბერს, “ჯორჯიამ-თაიმსი”-ს ეთერში.
კახიშვილი “ქართული ოცნების” არსებულ შემადგენლობას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ მათ დაკარგეს ხალხთან ურთიერთობა და ძალიან ცოტა შემორჩა ის ადამიანი, ვინც 2012 წლიდან მოდის.
მისივე შეფასებით, დღევანდელ მმართველ პარტიას აქვს გაუგებარი და ხისტი კანონები, რაც მოსახლეობის ფინანსურ წნეხად აწვება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

