ბოლო ამბები
05/10/2026

პირადად სილა უნდა გაგაწნა შენი შინაგანი გახრწნილობისა და ლპობის გამო – მედეა შაფათავა ირაკლი ღარიბაშვილს

“ქართუ ჯგუფის” თანამშრომელი მედეა შაფათავა ირაკლი ღარიბაშვილს წერს:

“მოუთმენლად ველი ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლას.

რაც საჯაროდ დაგაკელი, პირადად სილა უნდა გაგაწნა შენი შინაგანი გახრწნილობისა და ლპობის გამო. არც მომერიდება, როცა არ უნდა მოხდეს, შენს ზუნზლიან ენის ტლიკინზე პასუხს აგებ.

მხოლოდ იმიტომ შეულახო ახალგაზრდა ქალს სახელი, რომ შენზე განათლებული და ჭკვიანია და ბოღმით სკდები. თმა ყალყზე მიდგას!

ეხლაც კიდევ ერთხელ შემომივარდეს შენი ისტერიჩკა პროვინციალკა ცოლი ინბოქსში, მეტი არაფერი მინდა, საჯაროდ გამოვდებ ყველაფერს. ჯერ თვითონ წამშალა, მერე თვითონ რომ დამიმატა:

უთავმოყვარეოების ოჯახი ხართ.”- წერს მედეა შაფათავა.

სხვა ამბების წაკითხვა