ეს ტიპი თუ არ აღადავებდეს დანარჩენებს, მე ვიყო დავით ბერძენიშვილი – დავით კალანდია

242
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში, ტრადიციულად მხიარულ და ამავდროულად სატირულ პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს, შესავალს კი შალვა ნათელაშვილის ციტატით იწყებს:

  • შალვა ნათელაშვილი – იწყება დიდი ლაშქრობა ქვეყნის გადასარჩენად, როცა დავით აღმაშენებელმა ამირასაგან გაათავისუფლა თბილისი, შემდეგ დამთავრდა არაბთა ბატონობაც და შეიქმნა დიდი საქართველო

“ეს ტიპი თუ არ აღადავებდეს დანარჩენებს, მე ვიყო დავით ბერძენიშვილი!

თავისი განზრახ ბრიყვული გამოსვლებით, ისედაც დაჩუტულ “ოპოზიციას” უფრო ჩუტავს, და ამას “სპეცომ” აკეთებს.

მაგას რეალურად ხელისუფლებაში ისევე უნდა მოსვლა, როგორც მე ალპინისტობა.

(და ალპინისტობა ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია, არასდროს მინდოდა, სიმაღლის მეშინია და ა.შ.).

მშვენივრად გრძნობს თავს, ე.წ. “ოპოზიციაში”. ფული აქვს, ბაზარში ცნობადობა აქვს, ფანჩატურს აქირავებს…ბოლო სერიაში ალბათ ყველას მსუბუქად მოწამლავს და ბიძინა ერთოთახიან ბინას აჩუქებს ნახალოვკაში.

“იტალიურ” ეზოში.

თავისი ნიში იპოვა ამ ამღვრეულ სიტუაციაში და მშვენივრად მოიხმარს.

გაიძვერა ტიპია, კარგად იცის საიდან უბერავს ჩრდილოეთის ქარი, კლოუნის ნიღაბი მოირგო, ჩვენი ქართველი “ჟირინოვსკია”, რომელიც ასევე კმაყოფილია ვითომ “ოპოზიციონერობით”, თუმცა მისი (ჟირიკას) გაქანება არა აქვს.

თაობა წავა, თაობა მოვა, ნათელას შვილი კი იქნება და იქნება.”– წერს დავით კალანდია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE