ბოლო ამბები
09/10/2026

პრემიერის თქმით, თუ პაატა ბურჭულაძე აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფოსგან იქნება შესაბამისი რეაგირება

პაატა ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და მან ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საბოლოო ჯამში საკუთარი ბრალის აღიარება, ეს კარგი იქნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისასალმებელია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, იქნება შესაბამისი რეაგირება.

„მე მასაც მოვუწოდებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, მათ შორის ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, ასეთ პირობებშიც ჩვენ მზად ვართ, გადავგდათ შესაბამისი ნაბიჯი. მიხარია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მამამისის ციხეში ყოფნა ახლა უფრო ფასეულია და აღნიშნა, რომ ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ.

„არ ვიცი, ეგეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა. სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა