მეტყველების თერაპევტმა, ლოგოპედმა ნინო ნაკანმა, ზესტაფონში ბავშვებისთვის უფასო საკონსულტაციო შეხვედრები გამართა. კონსულტაციები ზესტაფონის კლინიკა „ელიტაში“ ჩატარდა და 2-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მოიცავდა. შეხვედრების ფარგლებში სპეციალისტმა დაახლოებით 70 პაციენტი მიიღო, შეაფასა მათი მეტყველების თავისებურებები და საჭიროებისამებრ შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
გამოკვლევისა და კონსულტაციის შედეგად, პაციენტების ნაწილი ნინო ნაკანმა შემდგომი შეფასებისა და დახმარების მიზნით შესაბამის სპეციალისტებთან გადაამისამართა. ბავშვების მშობლებს კი მიეცათ რეკომენდაციები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისა და სწორი მეტყველების უნარების ჩამოყალიბების შესახებ. მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია ბავშვებში მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების დროული გამოვლენისა და შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფისთვის.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

