ბოლო ამბები
12/10/2026

ცეცხლის ალში გახვეული ბრიუსელი – აქციები და შეტაკებები პოლიციასთან

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 9 ოქტომბერს, მთავრობის საბიუჯეტო შემცირებისა და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა. პოლიციასა და ნიღბიან დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ველოსიპედებსა და ელექტროსკუტერებს. დაზიანდა ავტობუსებიც.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ცხოვრების გაძვირებასა და მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო შემცირებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასა და სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ძირითადი მსვლელობის პარალელურად განვითარდა. ბელგიური მედიის ცნობით, 21 ადამიანი სასამართლო წესით დააკავეს.

 

სხვა ამბების წაკითხვა