ბოლო ამბები
12/10/2026

1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 415 ლარი გახდება, 70 წლის ზევით კი 555 ლარი იქნება

1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 415 ლარი გახდება,70 წლის ზევით კი 555 ლარი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თავდაპირველად, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იყო პენსიის ზრდა მხოლოდ 20 ლარით, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინდექსაციის წესის ცვლილების შედეგად, პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 70 წლამდე ასაკის ადამიანები უკვე 415 ლარს მიიღებენ.

555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას.”- განაცხადა პრემიერმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა