MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტებას აკეთებს ტელეკომპანია “პალიტრის” გადაცემაში მიუსვლელობის მიზეზთან დაკავშირებით.

“საჭიროდ ვთვლი საჯაროდაც გავაკეთო განმარტება პალიტრა ტვ ის გადაცემა ,, 7 vs 1” გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ პირველად, რაც მახსოვს ჩემი მედიასთან ურთერთობის ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ შევძელი ეთერში მონაწილეობა, მიუხედავად ჩემი მზაობისა და სურვილისა.
ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემამდე პროდიუსერს , ვინც მეკონტაქტებოდა ტელეფონით, ასევე პრესსამსახურს და ვთხოვე ვინმეს შევეცვალე, რათა გადაცემას არ შექმნოდა პრობლემა.

მოვუბოდიშე გადაცემის პროდიუსერსაც და დირექტორსაც (ინგა დადიანს) , ვთხოვე არ მიეღოთ ეს ფაქტი უპატივცემულობად და ვაცნობე, რომ მქონდა მიზეზი ამისთვის. პარალელურად ვცდილობდი მე თავად მეთხოვა კოლეგებისთვის გადაცემაში მისვლა და დავურეკე კიდეც ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა გაბუნიას და გედევან ფოფხაძეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. გრეტა წიწავა ცალკე ცდილობდა ამ უხერხულობის გამოსწორებას…ამ დეტალებს იმიტომ ვწერ, რომ მსურს ხაზგასმა პატივისცემის და პასუხისმგებლობის მედიისა და საზოგადოების მიმართ.

პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, რომ როცა გთხოვენ დაესწრო პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას. შეიძლებოდა ამ გარემოების ახსნა.სამწუხაროდ.მოგვიანებით მოვისმინე , რომ გადაცემაში წამყვანით დაწყებული –ყველა ჟურნალისტი ცალმხრივად, მიზეზის დასახელების გარეშე რესპოდენტს უპასუხისმგებლოს უწოდებდა…

ყველზე მეტად ამ თვისებას ვერ ვეგუები და ეს კარგად იციან მათ, ვინც მედიიდან მუშაობს პარლამენტში, ყოველდღიურად არიან სწორედ ჩემი სამუშაო ოთახის წინ და ადევნებენ თვალს საპარლამენტო მუშაობას.

მათ კითხეთ და გეტყვიან როგორი გახსნილი, ღია და მუდმივი ურთიერთობა მაქვს მედიასთან და არასოდეს არც ერთ კითხვას არ გავურბივარ…აქვე,შეგახსენებთ, რომ თავად პალიტრის სტუმარიც ხშირად ვყოფილვარ და სულ ცოტა ხნის წინ გახლდით ქალ ემას გადაცემაში…

მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ მაყურებელს და მსმენელს, რომ ვერ შევძელი გადაცემაში მისვლა გუშინ. ეს ვუთხარი კიდეც პალიტრის ჟურნალისტს, რომელიც ღამის 12:00 სთ-ზე დამხვდა სახლის ეზოში გვიან მისულს(რაც მგონია რომ მთლად ეთიკური არ იყო სახლთან ლოდინი და გამახსენდა რეალ ტვ აკეთებდა ხოლმე ამას….) მასაც თავაზიანად ავუხსენი ეს მიზეზი და იმედია გავა ეს კომენტარი..

ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ხალხს მუდმივად, იყოს გახსნილი მედიასთან, ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა და ა.შ…. 
მედია ვალდებულია მიაწოდოს სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია საზოგადოებას, არ იყოს ცალმხრივი და დაიცვას მაღალი ეთიკური სტანდარტები.
წარმატებები ყველას.”- აცხადებს ეკა ბესელია.

ტელეკომპანია “პალიტრის” გადაცემაში არმისვლის შემდეგ არხის ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა ემა ტუხიაშვილმა ბესელიას ეს გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო საქციელად შეაფასა.

თქვენი კომენტარი?