2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, რადგან მათ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს, რაც გულისხმობს დანაშაულის აღიარებასაც. ამ საკითხზე პროკურორმა ვაჟა თოდუამ ისაუბრა.
„ მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით შეთანხმების დადების თხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება, დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს შუამდგომლობას მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავდროულად, პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თუ ეს ბრალდებულები მოგვმართავენ შეთანხმების დადების თხოვნით, ბუნებრივია, ბრალდების მხარე განცხადებას განიხილავს“, – განაცხადა პროკურორმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

