MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

20 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა უკვე ეძებენ. მისი კვალი 19 ივნისს, მცხეთიდან დაიკარგა.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. მუშაობას განაგრძობს საველე შტაბი. ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი – 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.

გიორი შაქარაშვილი 19 ივნისს მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქ მისულს დაძაბული სიტუაცია დახვდა, რის გამოც მან და კიდევ რამდენიმე იქ მყოფმა ადამიანმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისში გაეგრძელებინათ დაბადების დღის აღნიშვნა და მცხეთის გზაზე გამოსვლის დროს, ის და მისი მეგობარი მერსედესის მარკის ავტომანქანით გაიტაცეს, რა დროსაც გიორგი გაიქცა. ამ დროისთვის ნაპოვნია მისი პირადი ნივთები. არსებობს ეჭვი, რომ მომხდარის გამო ის შოკში ჩავარდა და თავს აფარებს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

თქვენი კომენტარი?