“თავისუფალი ხალხის პარტია” (ყოფილი გირჩი – იაგო ხვიჩია) ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამია, ამაში ქართველი ხალხისთვის არაფერი სასარგებლო არ იქნება.
“აკრძალვის კანდიდატ პარტიებს შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ჩვენზე მეტად, შეიძლება, სამყაროში არც არავის ეჯავრებოდეს, მაგრამ ჩვენ მათი აკრძალვის წინააღმდეგი ვართ.
მიგვაჩნია, რომ ამაში კარგი და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო არაფერია.
პარტია პარტიას სიტყვით უნდა უპირისპირდებოდეს და არა ტლანქი პოლიციური ძალით, რადგან მთავრობის მიერ პარტიების აკრძალვა სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული სიტყვისა და აზრის დევნა. სიტყვისა და აზრის თავისუფლების გარეშე კი თავად თავისუფლების იდეა ფუჭი ილუზიაა, ხოლო ჩვენი ჰიმნის სიტყვები „დიდება თავისუფლებას“ ფარისევლობა.”- აცხადებენ პარტიაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

