პატარა შალვა აღშფოთებულა ჩემი გუშინდელი სტატუსით – ნინო ჯანგირაშვილი

678
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი POSTV-ს ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს ეხმიანება.

“პატარა შალვა აღშფოთებულა ჩემი გუშინდელი სტატუსით. ჩემი ფინანსების დათვლა როგორ დაიწყო ჯანგომო, მალე გამოვაქვეყნებთ გამჭვირვალე ანგარიშს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიის ფინანსების შესახებ და ჯანგირაშვილს შერცხვებაო.

პირველ რიგში ბოდიში ჩემს ფბ მეგობრებს, ამ ტიპის შესახებ კიდევ ერთხელ რომ ვწერ აქ, მაგრამ სინამდვილეში შალვა რამიშვილი არ მაინტერესებს, მის პატრონთან მაქვს საქმე. და ეს ისტორია იმის ილუსტრირებაა როგორ კიდია კანონი ფეხზე ივანიშვილს, როგორ ადამიანებს არჩევს მონა–მოსამსახურეებად და მერე იმ მონებს როგორ ექცევა.

სანამ პატარა შალვა გამოაქვეყნებს რამეს, ცოტას მე დავასწრებ, გუშინ დამეზარა ბევრი წერა.

ჯერ ერთი, უტვინო შალვავ, ახლა რაც არ უნდა გამოაქვეყნო, არ ითვლება. ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება მარეგულირებლის წინაშე ზუსტად იმიტომ გვაკისრია, რომ იქ წარვადგინოთ ყველაფერი, პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსების შესახებ. ეს კანონი თავის დროზე იმიტომ შემოიღეს ზუსტად, რომ ტელევიზიებში შავი ფული, ჩახლართული სქემები და მაქინაციები არ ყოფილიყო. თუ რამე წარსადგენი გქონდა, უკვე უნდა წარგედგინა, ახლა რაც არ უნდა დადო უკანა რიცხვით, მხოლოდ იმას დაადასტურებ, რომ მაქინაციებს აკეთებ. მაგრამ მაგდენი კანონები სად იცით შენ და ივანიშვილმა.

აქამდე მეზარებოდა, მაგრამ რაც მეტისმეტად გაბლატავდა პატარა შალვა, ჩავიხედე მისი “ტელევიზიის“ ამბებში და ცოტა შემეცოდა კიდეც. მეგონა ივანიშვილმა ტელევიზია გააკეთებინა, მაგრამ მარტო ქაღალდია თურმე შალვასი. სხვა ყველაფერი სხვებზეა გაფორმებული. ოფისიც კი სხვა კომპანიამ შეისყიდა – 2019 წელს შპს ექსპერიმენტალურმა სტუდიამ შეიძინა ის ოფისი, სადაც მანამდე მაესტრო იყო, მანამ, სანამ პატარა გრეჩიხა არ შევარდა მაესტროს გადასარჩენად, რის შემდეგაც მაესტროსგან მარტო სახელი დარჩა, იმედის ნიუსრუმში გააერთიანეს, ოფისი კი პოსტვ–სთვის გადაყიდეს. ამ შპს ექსპერიმენტალური სტუდიის დამფუძნებელი აი თი დი სია, myvideo- ს მფლობელი, ამ აი თი დი სი–ს დამფუძნებელთა შორის კი ე.წ. ტილიკაა, ე.წ. ზარალას მეწყვილე, ყველა დროის სახელისუფლო ბიზნესმენები რომ არიან იმ ტილიკას და ზარალას ვგულისხმობ.

დანარჩენ “პარტნიორებზე“ ვნახოთ, თვითონ პატარა შალვა რას მოგვახსენებს. ბევრი უნდა ვიცინო. ტილიკა–ზარალებისთვის შენ პარტნიორი კი არა, ბალასტი ხარ, რომელიც როგორც ჩანს ივანიშვილმა შეტენა სარჩენად, დროებით, რა თქმა უნდა.

თან ცოდოც არის ეს შალვა, სულ ცდილობს “დიდი კუში“ მოხსნას, მაგრამ მაინც წვრილფეხად რჩება. ივანიშვილს ფეხებს ულოკავს და მაინც არ ენდობა ბოლომდე, ოფისიც კი არ უყიდა, რაღაც ჩახლართული სქემით “მიაქირავა“. ქანცის გაცლამდე უნდა გამოიმუშაოს ყოველდღე ფული, ბოლომდე უნდა შეიზილოს ტალახი და სხვებსაც ესროლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე დღესვე კარეტა კვახად იქცევა. ასეთი სასტიკი პატრონი ყავს, სახეს ახევს ბოლომდე საკუთარ მონებს.

ცოდო ხარ, პატარა შალვავ. სულ მალე, როგორც კი ივანიშვილი წავა, ტილიკაც პანღურს ამოგკრავს და გამოგისვრის მაგ ოფისიდან. თვითონ კი ახალ ხელისუფლებასთან მოძებნის გზებს. დანარჩენი “პარტნიორებიც“ დაივიწყებენ რომ გიცნობდნენ, იმიტომ რომ ჭუჭყი ხარ.

დღეს მეტის წერა მეზარება. დანარჩენი დეტალები პატარა შალვას “დიდ ტელევიზიაზე“ სხვა დროს.

P.S. გაფიცებ, შალვავ, ბაჩო და გურის ხელფასს უხდი თუ უფასოდ გელაქუცებიან ყოველ საღამოს? აა, ოკ, მაგათაც ალბათ რომელიმე “პარტნიორი კომპანია“ ურიცხავს თანხას, აუთსორსინგზე გყავს ალბათ”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ამავე თემაზე: შალვა რამიშვილის პოსტი:

“ჯანგოს (ნინო ჯანგირაშვილს) მოუცლია „პოსტვისთვის – შალვა რამიშვილი

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE