ამ გოგონას აგინებენ, ლანძღავენ, ბავშვი შოკშია – გოგი ჭიჭინაძე გოგონას შესახებ, რომლის დაბადების დღეზეც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა

1269
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფეისბუქში წერს,.

“გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ჩემს მეგობრებს მივმართავ. ამ ანგელოზივით ბავშვის გარდაცვალებამ შეიძლება კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლოს.  ვგულისხმობ იმ 19 წლის გოგონას, რომლის დაბადების დღეზე მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. ბავშვი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში: მას უგზავნიან ამაზრზენ ტექსტებს, ურეკავენ, ლანძღავენ, აგინებენ, წყევლიან, ემუქრებიან, ადანაშაულებენ მომხდარში.

ჩვენი მორალისტი ბრბოსგან ეს არ მიკვირს, მაგრამ საქმე კიდევ ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს ეხება. არავინ არის დამნაშავე ამ უბედურებაში მკვლელის გარდა! არავინ!მეგობრებმა შეკრიბეს ფული ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღის გადასახდელად!მშობლების პასუხისმგებლობაზე თუ ვლაპარაკობთ, მაშინ იქ მყოფი ყველა ბავშვის მშობლებმა უნდა გადაინაწილონ ეს პასუხისმგებლობა! ამ გოგოს არცერთი უცნობი ადამიანი არ დაუპატიჟებია! და ამ გოგოს ბრალი არ არის, რომ მისმა უტვინო მეგობრებმა ბიჭებმა ჯერ იჩხუბეს და მერე ვიღაც ვიგინდარებს დაურეკეს თბილისში დასახმარებლად!

ამ ისტორიაში ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ – ისინი დღეს სრულიად განადგურებულები არინ ფსიქოლოგიურად. მკვლელს რაც შეეხება… არ ვიცი, მართლა არ ვიცი მკვლელს რა უნდა უქნას კაცმა”- წერს გოგი ჭიჭინაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE