ვკითხულობ წარმოუდგენელ ჩასაქოლ კომენტარებს, 22 წლის გოგონას მისამართით – თაკო ჩარკვიანი

675
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თაკო ჩარკვიანის გამოხმაურება გოგონაზე, რომლის დაბადების დღეზეც 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაიცვალა.

“ვკითხულობ წარმოუდგენელ “ჩასაქოლ” კომენტარებს, 22 წლის გოგონას მისამართით, ასე ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანონ! მოხდა უდიდესი უბედურება-მკვლელობა.

განადგურებული ვართ ყველა, შეძრულია მთელი საქართველო სასტიკად მოკლული გიორგი შაქარაშვილის გამო, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მკვლელებმაც და დანაშაულის დამფარავებმაც – აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს!

მაგრამ წინასწარ ე.წ “ლინჩით“, ახალგაზრდა გოგოს ნუ მოაკვლევინებენ თავს ეს “ მორალისტები”, – ეს რა საკაცობრიო უბედურებაა უკვე რაღაც, ასეთი განკითხვა?!

უდანაშაულობის პრეზუმფცია ხომ არსებობს?! ამიტომ ჩვენ გავაკეთოთ ერთი კარგი საქმე და ამ დიდი ტრაგედიის დროს მეგობრებო ფეისბუქ ქსელში მივუთითოთ ადამიანებს- “ ყველაფერზე” რომ პასუხი აქვთ ყოველთვის,  რომ შეწყვიტონ ამ გოგოს  “ფეისბუქ გასამართლება ლინჩის წესით”- ახალ მკვლელობას ნუ შეუწყობენ ხელს, ნუ “მოკლავენ “ამ ადამიანს” – წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE