მორიგი სიბინძურე წამოიწყეს მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ, თქვე ნაძირლებო – დაჩი ცაგურია

357
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია კურიერის ეთერში, მამუკა ბახტაძის შესახებ მომზადებულ რეპირტაჟს ეხმიანება, რომელშიც საუბარია, რომ პრემიერ-მინისტრმა დედას სასამართლოში უჩივლა.

“მორიგი სიბინძურე წამოიწყეს მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ, რომ დედას უჩივის და მამა არ უყვარს თურმე…. ფუ რა სამარცხვინოდ იქცევიან, ეს ჭორებზე აყოლილი დაბოღმილი ჭორიკნები.

ადამიანებს მიაყენო შეურაცხყოფა საჯაროდ და მერე გააგრძელო სახლში კატლეტის ჭამა ადვილია ხომ? თქვე ნაძირლებო, შეიძლება აკრიტიკოთ მისი გადაწყვეტილებები, რამე არ მოგწონდეთ ან მოგწონდეთ, მაგრამ ადგე და მის ოჯახს, დედას, მამას მიაყენო წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და დააბრალო, რომ დედას და მამას უჩივის თურმე არის ამორალური და არაადამიანური საქცილი.

თუ ვინმეს ასეთი პირადი პრეტენზიები გაქვთ და რამის გარკვევა გინდათ დამიკავშირდით და კლავიატურაზე კი ნუ კაცობთ, თვალებში შეგვიძლია ერთმანეთს ვუყუროთ და ისე იკაცეთ.
კიდევ ვამბობ, მისი ნაკეთები საქმე აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ მაგრამ დედას და მამას დააბრალო ათასი სიბინძურე არის არაკაცობა!”– წერს დაჩი ცაგურია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE