სააკაშვილმა და გვარამიამ გიორგი არველაძეს ფეისბუქ პოსტი დაუწუნეს

275
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მას შემდეგ, რაც გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი ახალგაზრდები და სტუდენტები არიან ზარმაცები, უთავმოყვარეოები და მათ ჯოგი უწოდა, სოციალურ ქსელში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

არველაძეს პოზიცია დაუწუნეს მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი წერს:

“სინამდვილში,არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა,როგორც ახლა.მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან ვამაყობ მათით .
ძვირფასო გიორგი,თუ მართლა ძვირი წამოგცდა მათი მისამართით,ძალიან შემცდარხარ და იმედია,შეიცვლი შენ აზრს”– დაწერა სააკაშვილმა, რასაც არველაძემ ვრცელი კომენტარით უპასუხა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემს პირად მოსაზრებას ჩემი ნამდვილი და ერთადერთი პრეზიდენტიც ეხმიანება.  ვიღებ კრიტიკას ჩემი პოსტის სიმკვახის გამო.  თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია: მე არც პოლიტიკოსი ვარდა არც საზოგადო მოღვაწე. არც ვაპირებ!!! ჩემი პირადი აზრი მაქვს და მეთანხმები თუ არა, ეს ჩემი აზრია.  ახალგაზრდობა სადაც დუმს, იმ საზოგადოებას მომავალი არ აქვს.  ჩვენი ახალგაზრდობა დღეს (და რა თქმაუნდა მე კრებითად ვსაუბრობ და არ გვულისმობ გამონაკლისებს) მთლიანობაში ან დაკომპლექსებულია, ან უტყდებათ, ან კიდიათ ან დაბოლილები არიან. 

ეს ეროვნული ტრაგედიაა.  არაფერ შუაშია აქ ქოცი ან ნაცი. არაფერ შუაშია პოლიტიკა. როდესაც რუსეთი სახელმწიფოებრიობას გართმევს ახალგაზრდობა სადღაც უნდა იყოს, უნდა ჩანდეს, ხმას უნდა იღებდეს. მე ვერ ვხედავ ასეთ ახალგაზრდობას, კიდევ ვიმეორებ, რომ კრებითად ვსაუბრობ და ცალკეულ გამონათებებზე არ მაქვს საუბარი. მე თვითონაც ახალგაზრდების მამა ვარ და გულისტკივილის მეტი არაფერი მალაპარაკებს ამას. 

უფრო ცუდი ისაა, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. პირიქით, ისეთი აზრი მკვიდრდება სულ, რომ პროტესტი ტეხავს, გამოსვლები ცუდია, პოლიტიკურ პარტიებთან აფილიაცია ტეხავს და სამარცხვინოა.. რომ ცივილიზებულობა და კაი პონტი ისაა თუ ყველა ჩუმად იქნება, თუ ყველა დაიკიდებს პოლიტიკას და ა.შ. 
რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის წართმევის გაპროტესტება რომ უტყდება უკვე – ეგეთი ახალგაზრდობის მე არ მესმის და არ მჯერა. 

ეროვნული მოძრაობა სტუდენტებმა დაიწყეს გარეჯის პოლიგონის გაპროტესტებით.  ახლა გარეჯის პოლიგონი კი არა დაგვახიეს სახელმწიფობრიობა თავზე და ახალგაზრდობა დუმს.  ტრაგიკულია ამის ყურება და არ შემიძლია ემოციის გარეშე ყოფნა.  ხო! ჩემი აზრია, რომ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ფაქტიურად წაგვართვა რუსეთმა, ახალგაზრდობა ასე არ უნდა დუმდეს. და თუ დუმს (და იგი დუმს) ეს სამარცხვინოა და მე მას გავაკრიტიკებ, იმიტომ, რომ სამარცხვინოს გარდა ტრაგიკულიცაა. 

მე არც ქოცობას ვუწუნებ არავის და არც ნაცობას ვთხოვ ვინმეს. ქვეყანაა დასაცავი, გადასარჩენი.. და მდუმარე, ინდეფერენტული ახალგაზრდობა თუ გვეყოლა ეს შეუძლებელი იქნება. მარიხუანას მოწევა და we dance together we fight together თუ აღაგზნებს მარტო ქართველ ახალგაზრდობას, ამ ერს მომავალი არ აქვს. 

სად არის ახალგაზრდობა რომელსაც სამშობლო ტკივა და პასუხისმგებლობას გრძნობს მის წინაშე?! დამანახე ასეთი კრიტიკული მასა ახალგაზრდობისა და ბედნიერი ვიქნები. ჩემი თავი ენაცვალოს ყველას. სამწუხაროდ ასეთი არ ჩანს…. ღმერთს ვევედრები, რომ დავინახო. 

შეუძლიათ მაგინონ და მაფურთხონ ჩემი პირადი აზრისთვის, მაგრამ სიმართლის თქმა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. რაც არ უნდა მწარე იყოს ეს მოსასმენადაც და სათქმელადაც.”- წერს არველაძე.

მის პოსტს ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამია:

“ბოდიში შენთან, George Arveladze, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა. საუკეთესო და საამაყო ახალი თაობა გვყავს. ბევრად, ძალიან ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემი და, მაპატიე, შენი ახალგაზრდობა იყო. ბევრგან ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც. უცხოელ და ქართველ ახალგაზრდობასთან შეხება მქონია, მათ შორის, როგორც ლექტორს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთგან არ ყავთ ასეთი მაგრები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარტაპი ასჯერ უარესი ქონდათ, ვიდრე ნებისმიერ მათ კონკურენტს დასავლეთში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბედნიერება და ნამდვილი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდობა.”– დაწერა გვარამიამ, რასაც არველაძემ ზუსტად იმავე კომენტარით უპასუხა, რაც სააკაშვილს.

ასევე იხილეთ გიორგი არველაძის პოსტი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი არველაძემ სტუდენტებს უტვინო ჯოგი და ნახირი უწოდა – პასუხმაც არ დააყოვნა

თქვენი კომენტარი?
IMG.GE