MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

117ხმით 3-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნახევრად პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება.

ოპოზიცია, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” დღევანდელ კენჭისყრას არ ესწრებოდა. ისინი ითხოვენ, რომ ციხიდან გათავისუფლდეს გიორგი რურუა, რომლის პროცესიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და ის კვლავ პატიმრობაში რჩება.

 

თქვენი კომენტარი?