მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი – გიორგგი გახარია

118
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები თავის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნახევრად პროპორციული და ნახევრად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

„ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას: ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და, საბოლოოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას, პირველი – ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90 წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ”, რაც უნდა რთული ყოფილიყო სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო.

აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. ვინც გარკვეული, ვიწრო პოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური, მეტსაც ვიტყვი, ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე და კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა პრემიერმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE