გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

439
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება:

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის.”– წერს გიორგი კვირიკაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE