MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ლაშა მესხმა ყოფილ სამსახურს საზოგადოებრივ მაუწყებელს სამართლებრივი დავა საბოლოოდ მოუგო. ამის შესახებ მესხი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

„მე გავიმარჯვე , ერთხელ კი ვთქვი, ისეთ ბრძოლაში არასდროს შევდივარ საიდანაც გამარჯვებული არ გამოვალთქო!

ლაშა მესხი vs საზოგადოებრივი მაუწყებელი – ბრძოლა ნოკაუტით დასრულდა, ჩემს ყოფილ სამსახურს, საბოლოოდ მოუწია იმის აღიარება, რომ სამსახურიდან ჩემი პროტესტის გამო გამომიშვეს. 4 წლიან ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია!

დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ბრძოლაში გვერდით მედგა და ჩემი სჯეროდა! განსაკუთრებული მადლობა პროფკავშირს და რაისა ლიპარტელიანს.

ადრე თუ გვიან სამართალი პურს შეჭამს! ასე რომ არასდროს დანებდეთ და არასდროს დაიხიოთ უკან! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალა ხალხშია!“- წერს ლაშა მესხი

თქვენი კომენტარი?