MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

დღეს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი გახდა. ცვლილებით დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი ისარგებლებს.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, მათთვის პენსია 300 ლარი გახდა, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

თქვენი კომენტარი?