MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ეხმიანება პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ინაშვილი აანონსებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე ღიად საუბარს აპირებს.

“აბსოლუტური სიმართლე! მართლა გამყიდველები და რეალური მოღალატეები აშანტაჟებენ და აშინებენ მთელ ქვეყანას, რომ ხმა არავინ ამოიღოს და მათ პასუხი არ მოეთხოვოთ ღალატისთვის!

აქეთ გვეძახიან “მოღალატეებს” ეს ნაგვები! ირმა ინაშვილს ამ უთანასწორო ბრძოლაში წარმატებებს ვუსურვებ! თუმცა, მინდა გავაფრთხილო – მან ძალიან სახიფათო ბრძოლა წამოიწყო.

ამ თემაზე ღიად საუბრის მცდელობას შეეწირა არაერთი, მათ შორის, სავარაუდოდ ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც, მაშინ რუსეთში საქართველოს ელჩი იყო! ამ თემის ასე “გაღიავება” სხვათა შორის, არა მხოლოდ “ნაცებს”, არამედ “ქოცებსაც” არ აწყობთ!

ბრავო ირმა! შენს გვერდით ვარ! წარმატებები! ოღონდ გთხოვ – ძალიან ფრთხილად იყავი! ვიცი, რომ ზუსტად იცი ვის და რას ეჯახები! აბა შენ იცი!”– წერს ბაკურ სვანიძე.

ამ თემაზე:

მოღალატეებს მინდა ვუთხრა – ირმა ინაშვილი

თქვენი კომენტარი?