არ მინდოდა, აქ, ამ საქმეზე რაიმე მეთქვა, მაგრამ, ტელეეთერები დუღს – მაია ნიკოლეიშვილი

1804
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ცალკეული მედიასაშუალებებისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩატარებულ გამოძიებებს ეხმიანება:

“არ მინდოდა, აქ, ამ საქმეზე რაიმე მეთქვა, მაგრამ, ტელეეთერები დუღს: 
-ყველა “ეცნობა” და საჯაროდ ციტირებს “ჩვენებებს” (გამოკითხვის ოქმებს)!
-ყველას აქვს ვერსია, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით!
-ბევრი “უკვე” აღარ ენდობა გამოძიებას !

-ბევრი უკვე “მკვლელების” უმკაცრეს დასჯას ითხოვს! -ქუჩაში გამვლელებს, სატელევიზიო ინტერვიუში, გამოაქვთ ვერდიქტი!
-სატელევიზიო ინტერაქტივი ნაფიცი მსაჯულების კომპეტენციას ითავსებს!
რეალურად კი ჯერ არაა ცნობილი, თუ რით დაიღუპა ახალგაზრდა ვაჟი!
ერთ გადაცემაში, საერთოდ, გარდაცვლილის გადაადგილების ტრაექტორია “აღადგინეს”!

მძიმე შედეგები იქნება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის, იმიტომ, რომ, მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ, სახალხოდ, უკვე “დაალაგეს” ჩვენებები!!!
ხო, “დამნაშავე” – სახელმწიფოაო!
კითხვა მაქვს: და სასამართლო “გვჭირდება”, საერთოდ?!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE