MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ხშირად ისმოდა სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს. არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში. მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

თქვენი კომენტარი?