MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის, დაახლოებით იმ პოლიტიკური ნიშის დაკავებას ცდილობს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი იყო, თუმცა ესეც არ გამოსდის.

“ჩემი სუბიექტური დაკვირვებით ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი გამოხტომები, ხაზგასმულად აგდებული ტონი, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გოიმების ძახილი და ა. შ. არის ერთგვარი მცდელობა დაიკავოს ქორი ანტინაცის, ერთგვარი “ნაცების რისხვის” ის ნიშა, რომელიც ადრე ირაკლი ღარიბაშვილს ეჭირა, მაგრამ აშკარად არ გამოსდის.

ჰოდა, ადამიანს ირაკლი ღარიბაშვილობაც რომ არ გამოგივა, აი რა ხარ ესე იგი ამისთანა და რა პონტში ხარ საერთოდ, ხომ წარმოგიდგენიათ?”- წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?