პარტია “კონსერვატორები”-ს ლიდერი გიორგი ქარდავა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავეას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ ხელყოფად აფასებს, რაც საშიში პრეცედენტია.
“დიტო ჩუბინიძის დაკავება საბოტაჟის ბრალდებით სამართლებრივი საფუძვლისგან დაცლილი გადაწყვეტილებაა და აშკარა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ატარებს.
გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სადაც რესპონდენტი ლაზარე ჯორბენაძე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზონაზე საუბრობდა, რა უნდა ჩაითვალოს საბოტაჟად? ინტერვიუს აღება? პრობლემაზე საუბარი? ხელისუფლებისთვის არასასურველი პოზიციის გავრცელება?
თუ ხელისუფლება კრიტიკულ აზრს საბოტაჟად მიიჩნევს, ეს უკვე არა სახელმწიფოს დაცვა, არამედ რეპრესიული მექანიზმის გამოყენებაა პოლიტიკური ოპონენტებისა და არასასურველი ხმების წინააღმდეგ.
ამ ლოგიკით, ხვალ ნებისმიერი მოქალაქე, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი შეიძლება საბოტაჟის ბრალდების წინაშე აღმოჩნდეს მხოლოდ იმიტომ, რომ საჯაროდ გამოთქვა ხელისუფლებისთვის მიუღებელი მოსაზრება ან გააჟღერა ინფორმაცია, რომლის მოსმენაც ხელისუფლებას არ სურს.
ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში ხელყოფა და საშიში პრეცედენტი, რომელიც საზოგადოებას დაშინებისა და თვითცენზურისკენ უბიძგებს”- წერს გიორგი ქარდავა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

