თურქეთში გაუჩინარებულ ქართველ ქალს მიაგნეს

245
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში დაკარგული ქალბატონის, ირმა დემეტრაშვილის შესახებ, რომელიც შვილის თქმით 3 კვირის განმავლობაში არ დაკავშირებია. გამორთული იყო მისი ტელეფონიც. მოგვიანებით მოხერხდა მის ტელეფონზე დაკავშირება, სადაც ის შვილს გაესაუბრა და დაჰპირდა, რომ მეორე დღეს დაუკავშირდებოდა, თუმცა არ დაკავშირებია, რამაც მისი ქალიშვილი დააეჭვა, რომ შესაძლოა ყოფილიყო გატაცებული.

ემიგრანტების მობილიზებით და კონტაქტებით მოხერხდა ინფორმაციის მოძიება და ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი შეუძლოდ იყო, აწეული ჰქონდა შაქარი და ამ მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა კომუნიკაციას. ქალბატონის მოძების საკითხში აქტიურად იყო ჩართული შოთო სიხარულიძე, მისი ფეისბუქის პირდაპირი ეთერების მეშვეობით და სწორედ ასე მოხერხდა ინფორმაციის დაზუსტება.

“უდიდესი მადლობა ყველას დახმარებისთვის დედა ვნახე, ცუდად ყოფილა, შაქარი ჰქონია”– დაწერა მისმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE