ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა “შაქარად ” მოხსენიება, გამაგებინეთ ერთი?! – მანჩო გიორგობიანი

499
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

“მართლა სულ ნუ აიგდეთ თავები ამ ქორბუდა გორსალებმა რა! ბიჭი-გიორგი შაქარაშვილი დაღუპულია… ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა “შაქარად ” მოხსენიება, გამაგებინეთ ერთი?!
სვე-წ-კაობა მომინდომეს აქ “კლიჩკებზე” და “პაგანიალებზე” შეუგნებელმა დუპლეტებმა! ან რომელი თქვენი ბავშვობის მეგობარია, რომ გაუშინაურდით, ვინ ჩემი ფეხები ხართ გიორგისთვის, რატომ გგონიათ, რომ “ვიღაცეებისგანაც” ესიამოვნებოდა?! თუ მისმა ოჯახმა მოგცათ ამის უფლება, რქებით რომ აწვებით?!..

და კიდევ, ყოველდღე ხანჯლებით ნუ ჩეხავთ მის დედას, ცოცხლად ნუ აწამებთ!!! გაუსაძლისი ტკივილია, შეიგნეთ , არაადამიანებო! ადამიანის გონება რომ ვერ გასწვდება, ფანტაზია რომ არ ეყოფა, ისეთი!

ძვალი , ხორცი, სისხლი და ჩასუნთქვა ერთდროულად როგორ შეიძლება გტკიოდეთ, გახრჩობდეთ, გეგლიჯებოდეთ, გეწვოდეთ, გსერავდეთ წარმოგიდგენიათ საერთოდ?! დამუხრუჭდით ცოტა, რამ გაგამხეცათ ასე!”– წერს მანჩო გიორგობიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE