MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული დეპარტამენტის საზ.ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანის ფეისბუქ პოსტს უპასუხა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეტგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, 112-ზე შევიდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს იყო ჩხუბი, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი დახვდათ ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განუცხადა, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება და ატარებდა ექსპერიმენტის ხასიათს.

“შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.“- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?