26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანამდებობა დატოვა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანამდებობა დატოვა. მანამდე პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რომ პატარიძეს უფლებამოსილება შეჩერებოდა.

26 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ​საქმე გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურა პენიტენციური სამსახურის დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს