დეპუტატ კობა კობალაძის შვილი დაკავებულია

2454
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დეპუტატ კობა კობალაძის შვილი დაკავებულია. საკითხი ეხება 24 ივნისს მომხდარ თავდასხმას, რა დროსაც 23 წლის ბიჭს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე სწორედ კობალაძის ვაჟია.

როგორც ცნობილია კობალაძე პოლიციას თავად ჩაბარდა.

“ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა მასზე აგორებული. ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და რეალური, სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. არავის ვაფარებ ხელს. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი საქმეა,”- აცხადებს კობა კობალაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE