მგონია, რომ კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ”- ასე გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძე “ფორმულის” ეთერში, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის საგამოძიებო მასალას.
“მგონია, რომ კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ, იმიტომ რომ ვარაუდები არ ითვლება. კანონი გამორიცხავს ვარაუდს. კეზერაშვილს რომ დავანებოთ თავი, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ამ ხელისუფლების პირველი პირი და პირდაპირ ბრალი დამდო პოლიტიკურ კორუფციაში, მერე მინდოდა ჩივილი და სასამართლომ არ მიიღო”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება პროპაგანდას ეწევა და “ბიბისი”-ს საგამოძიებო მასალით მანიპულირება არის სააღდგომო ხრიკი მათი მხრიდან, რათა სხვა თემები გადაიფაროს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს