MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა „ნაცმოძრაობის“ ლობისტების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშში არსებული დოკუმენტით ირკვევა, რომ აშშ-ში „ნაცმოძრაობის“ ლობისტების მთავარი დავალებაა სენატორები, კონგრესმენები და მსხვილი კომპანიები დაარწმუნონ, რომ საქართველო არადემოკრატიული გზით ვითარდება.

დოკუმენტების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი ლობისტი ჰყავს. მიხეილ სააკაშვილის გუნდის ლობისტები რენდი შონემანი და მაიკლ მიტჩელი არიან. ისინი მეილებს, სათაურით „ანტიდემოკრატიული განვითარება საქართველოში“ სებასტიან დე ლუკას, ადამ კინზინგერის და ჯიმ რიშის თანამშრომლებს უგზავნიან. ეს კი იმ პოლიტიკოსების თანამშრომლები არიან, რომელთა მიწოდებულ ინფორმაციასაც აშშ-ის კონგრესმენები და სენატორები ნაწილობრივ ეყრდნობიან. დოკუმენტების თანახმად„ნაცმოძრაობამ“ ლობისტურ საქმიანობაში 250 ათასი დოლარი გადაიხადა. ამერიკელ პარტნიორებთან ხელშ​ეკრულებას ვადა 2020 წლის 7 ოქტომბრამდე აქვს.

თქვენი კომენტარი?