სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი “კნატუნა” არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
“ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა( დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა”– ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს




