მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში – მამუკა ბახტაძე

331
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.

„როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე დამაჯრებელად ლიდერობს ამ არჩევნებში. ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს.

აქვე მინდა ვისარგებლო და ყველა ვინც ჩართული იყო ამ არჩევნების ორგანიზებაში მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობივ დამკვირვებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ბახტაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE