ბოლო ამბები
17/09/2024

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა გაიხსნა, თუმცა სპეციალური რეჟიმით

გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა, თუმცა მოძრაობა დაშვებულია სპეციალური რეჟიმით.

დილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის,

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

12 აპრილის 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ
მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.

სხვა ამბების წაკითხვა