ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონსტიტუციაში რაც წერია, ჩემი ხელით არის დაწერილი. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი. არის სერიოზული გამოწვევები, ამას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს




