MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ილია მიშენკო უკვე რამდენიმე წელია რაც თბილისში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, ვაკეში  მდებარე კაფე “ლუი კოფი”-ს მფლობელია და როგორც ამბობს, არსებული ვითარებისა და პრობლემების მიუხედავად, მაინც ახერხებს რომ დღემდე გაუძღვეს საქმეს.

როგორც ილია წერს, ცოტა ხნის წინ მათ მეზობლის ქალისგან რასისტული ტიპის პრობლემები შეექმნათ და სწორედ ამის შესახებ საუბრობს ის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

“მე – ვარ უკრაინელი, რომელმაც მჭიდროდ დაუკავშირა ცხოვრება საქართველოს ჯერ კიდევ 2013 წელს , როცა მამაჩემთან ერთად გავაშენეთ, ვაშლის ბაღები ბოლნისის რაიონში. 2017 წელს კი მუდმივად გადმოვედი საცხოვრებლად. მეუღლესთან და შვილთან ერთად .

2018 წელს, ფრთები შევასხით ჩვენს ოცნებას და გავხსენით ყავის ბარი “ლუი კოფე”.
2,5 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ბევრი სირთულე : ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, კორონავირუსი, მერე ისევ გზის ხელახალი შეკეთება და მიუხედავად ამ ყველაფრისა ვაგრძელებდით მუშაობას ,რადგან გვჯეროდა იდეის, პროდუქტის და სერვისის.

სამწუხაროდ ამ კვირაში მოხდა ყველაზე უსიამოვნო ფაქტი. შევეჯახეთ პირდაპირი მნიშვნელობით რასიზმს მეზობელი ქალბატონისგან, რომელიც ცხოვრობს მე-5 სართულზე და ასევე არის ამ საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავჯდომარე.

ის უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში, წარმოუდგენელი აგრესიით და უშვერი სიტყვებით გვლანძღავს, პირდაპირ გვემუქრება დაკეტვით. ჩემი მეუღლის, ულიანას მცდელობის მიუხედავად,  მშვიდად ესაუბრათ, პასუხად მივიღეთ წავთრეულვიყავით რუსეთში და იქ გვეკეთებინა ჩვენი საქმე, ამ სიტყვებით გვლანძღავდა პატრულის თანამშრომლების წინაშეც, რომელიც ასევე თვითონ გამოიძახა.

სიტყვა რუსების ხშირი გამოყენებით, ცდილობდა პატრულის თანამშრომლები ცუდად განეწყო ჩვენს მიმართ, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა და პირიქით, არაერთხელ მიუთითეს კორექტულად ესაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით იცოდა უკრაინელები ვართ, რადგან წინა დღით ჩვენმა მენეჯერმა მიწერა ამის შესახებ.

ამ ქალბატონის გაღიზიანება კი გამოიწვია, თითქოსდა კაფედან გამომავალმა სუნმა მაშინ, როცა მესამეზე და მეოთხეზე მაცხოვრებელი ადამიანები, ჩვენი ყოველდღიური მომხმარებლები არიან და არასოდეს უთქვამთ მსგავსი პრობლემის შესახებ.

მეორე დღეს მას ესაუბრა ჩვენი მენეჯერი, იმედით, რომ საღად და კონსტრუქციულად შეძლებდნენ პრობლემის გადაწყვეტას, რაზეც მან უარი გამოგვიცხადა და ასევე დაამატა, ვაკეში, თან ასეთ პრესტიჟულ სახლებში საერთოდ არ უნდა იყოს კაფეები და აუცილებლად დაგვხურავს.

ზემოაღნიშნული ქმედება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლს (რასისტული დისკრიმინაცია), ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ამასთან დაკავშირებით და დაიკითხნენ მოწმეებიც.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, ამ ქალბატონის საჩივრების ნიადაგზე, ჩვენთან იყვნენ მუნიციპალური ინსპექციიდან, სურსათის უვნებლობიდან და მზად ვართ კიდევ ბევრი ინსპექციებისთვის. დროებით შევაჩერეთ. მთელი რიგი კერძების მომზადება, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

თავისი სურვილი, დაგვკეტოს ამ ქალბატონმა უკვე გამოთქვა. არ დაგვკეტა ჭავჭავაძის გამზირის რემონტმა, არ დაგვკეტა კორონავირუსმა, არც ახლა არ დავიკეტებით. ჩვენს მეზობელს კი ანდაზას ვეტყვით, რომელიც ყოველთვის აქტუალურია :”რასაც დასთეს, იმას მოიმკი” – წერს ილია მიშენკო.

RADIO24-BANNER