MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, კომპანია “ედისონ რისერჩი”-ს მიერ, ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიღებულ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აფასებს.

“ედისონ რისერჩის” კვლევამ ზოგი ოპოზიციონერი დააფეთა, ოპოზიციური ამომრჩევლის მოზრდილი ნაწილი გაღიზიანდა გამოკითხულებზე – “მეტი რაღა უნდა გიქნათ ბიძინამ” ტექსტებით გამოხატეს აღშფოთება….

საარჩევნო არითმეტიკაში გარკვევის პრეტენზიის მქონე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ზომიერ ოპტიმიზმს ავლენენ, მეც მათ შორის ვარ.

სახელისუფლებო ბანაკშიც მიხვდნენ, რომ ოპოზიციისთვის სასარგებლო შედეგებია და გია ვოლსკი ამიტომაც დაესხა თავს ამ კვლევას – ისე გამოყავთ, თითქოს ოპოზიცია ყველა ვარიანტში იგებსო.

გავიხსენოთ ლუის ნავარო, ენდიაის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი. 2012 წლის ივნისში მისი პრეზენტაციით შევიტყვეთ, რომ ენდიაის კვლევით ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 36%, კოალიცია ქართულ ოცნებას კი 19%.
ახლა ედისონ რისერჩის კვლევით ქართულ ოცნებას აქვს 39%, ნაცმოძრაობას კი 16%. ახლოა ხომ შედეგები ერთმანეთთან – ხელისუფლება/ლიდერ ოპოზიციურ გაერთიანებას დაახლოებით 2-1 უგებს.

არადა, მაშინაც იცოდა კვალიფიციურმა ხალხმა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რომ სახელისუფლებო ამომრჩეველი იყო ფაქტიურად სრულად გახსნილი, ლიდერი ოპოზიციური გაერთიანების კი – მეტწილად ჩაკეტილი.

შეგახსენებთ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს – 40% ხელისუფლებას სიაში,55% კი ოპოზიციურ გაერთიანებას. ზუსტად იგივე პროპორცია დაჯდა მაჟორიტარულ ოლქებში – 31/42 მანდატებით, იგივე პროცენტი, რაც პროპორციულში.

კიდევ უფრო ჩაიკეტა ოპოზიციური ამომრჩეველი ენდიაისთვის სექტემბერში – სულ 13% ოცნებას, 37 % ხელისუფლებას. რესპოდენტთა 1/3 არ პასუხობდა. დღემდე არ მესმის, რატომ ჯიუტობდა ლუის ნავარო, როცა ვუხსნიდით, რომ ეს კვლევა აღარაა სანდო, რადგან რესპოდენტთა მესამედზე მეტი ჩაიკეტა, რომ ეს მეტწილად კოალიციის ამომრჩეველია..ჩვენ გვქონდა ნამდვილი კვლევები( აპრილში იაგო კაჭკაჭიშვილის, მერე ამერიკელების) და ამომრჩევლის განწყობაზეც პულსზე ხელი გვეჭირა.

ვიცოდით დაზუსტებით, რომ თბილისს და გურიას იგებდა კოალიცია საკმაო უპირატესობით/ეს ხელისუფლებამაც კი იცოდა, გიგა ბოკერიამ საჯაროდაც თქვა, მარტო თბილისში და გურიაში აქვს ოპოზიციას უპირატესობაო/… რომ სიით ოპოზიცია წინ იქნებოდა. რაკი არ იყო ფაქტიურად საარჩევნო ბარიერი, მეორე ტურების იმედად ვერ ვიქნებოდით..ოლქების დიდ უმრავლესობაში არჩევნები დამთავრდებოდა პირველივე ტურში, რადგან ბარიერი 30% იყო და 30%-ზე მეტს მიიღებდა არათუ ერთი, არამედ, ორივე ბანაკის კანდიდატი. ასეც მოხდა. სულ რამდენიმე მეორე ტური იყო, რომელთა შედეგზე აღარ იყო დამოკიდებული გამარჯვებულის ვინაობა.ახლა კი 50 %-იანი ბარიერია და ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ველი მეორე ტურს.

მოკლედ, შანსი ოპოზიციას მეტი აქვს ამ კვლევითაც. მაგრამ ეს სულაც არაა გარანტია, საბრძოლველია. 40% ხელისუფლების ზედა ზღვარია… 2012-ში ხელისუფლებას 36/37% რომ ჰქონდა კვლევებით არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფაქტიურად აღარც ჰქონდა რესურსი იმ დამალულ რესპოდენტებში და ამომრჩევლებში. ერთი მესამედი რომ არ პასუხობდა მკვლევარს, უპასუხა ბიულეტენით-აბსოლუტურმა უმრავლესობამ ოცნებას მისცა ხმა.19% ან 13% კი არ ყოფილა ოპოზიციის მხარდამჭერი, არამედ 55%.

ახლაც, ედისონ რისერჩის კვლევის იმ თავშეკავებული 20%-დან შესამჩნევი უმრავლესობა კვლავ ოპოზიციისკენ იქნება…ასე ხდებოდა ადრეც, არა მხოლოდ 2012-ში….2003-შიც ასე იყო და 2008-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

გავთავისუფლდეთ! შიშისგან, სტერეოტიპებისგან, ამომრჩეველზე გაბრაზებისგან….

არავინაა ფრთიანი ანგელოზი პოლიტიკაში. ჩავტოვოთ წარსულში გმირების და ანტიგმირების არათანამედროვე ფსევდომითები…

მოსალოდნელ სახელისუფლებო კოალიციაში არც ერთ პარტიას არ ექნება არც 50, არც 40, შესაძლოა, არც 30%. კოალიციების, ანუ ევროპული გარღვევის დროა!”– წერს დავით ბერძენიშვილი.

თქვენი კომენტარი?