ბოლო ამბები
13/09/2024

ერთ დღეს, ნემცოვივით გაგორებულ ხალხსაც დაინახავთ ქუჩაში – გიორგი მშვენიერაძე

გაზიარება

გიორგი მშვენიერაძის პოსტი ფეისბუქში:

“ერთ დღეს, ნემცოვივით გაგორებულ ხალხსაც დაინახავთ ქუჩაში, მაგრამ რამდენიმე ბრიყვი აქ კვლავ გამოჩნდება, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომის უალტერნატივობაზე ისაუბრებს, ზოგი ჭკვიანური სახით იკითხავს – იქნება ნაცებმა მოკლეს და პროვოკაციაა? ან იქნებ ამერიკამ და გლობალური ომის პარტიამ მოკლა? ზოგი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს პარლამენტში, მაგრამ ხმებს ვერ მოაგროვებს, ზოგი კანონპროექტს დააინიცირებს, სადაც ხაზგასმით ეწერება, რომ ჟურნალისტის მკვლელობა არ შეიძლება, ზოგიც უალტერნატივო აზრს წამოაყენებს, რომ ბიძინა რუსეთის კაცი კი არაა და რუსეთს კი არ აშენებს აქ, არამედ ვაჭრობს და უნდა ვიპოვოთ რითი ვევაჭროთ ა.შ. აშშ და ევროკავშირი მოგონებად დაგვრჩება, უფრო მეტიც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები მტრებად გამოცხადდებიან, სწორედ ასე აცხადებს მათ ეს რუსული კანონი.

ხოდა ეგაა რუსეთი, სხვა კი არაფერი, უბრალოდ ჯერ ნემცოვი არ მოუკლავთ, მაგრამ არავინ იცის რის გამო ზის ციხეში ნიკა გვარამია, არასამთავრობოებს და კრიტიკულ ხმას ბოლომდე სპობენ, კრიტიკულ ტელევიზიებს ხურავენ, სააკაშვილს უტყვიოდ კლავენ, მოქალაქეები ჭაობში ყავთ ჩაფლული ყელამდე და ზევით ახედვასაც ვეღარ ახერხებენ, საკუთარ გაჭირვებას ებრძვიან. რაც მთავარია, თავად მდიდრდებიან და თან დაგვცინიან. ჰუმანური კაცია ბიძინა, ჯერ ნემცოვივით არ გვხვრეტს.’– წერს გიორგი მშვენიერაძე.

სხვა ამბების წაკითხვა