MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ხათუნა ლაგაზიძის შეფასება “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდდიდატებზე:

შთაბეჭდილებები „ოცნების“ მაჟორიტარების თემაზე:
1. „ოცნება“ მაჟორიტარული ოლქების ნაწილს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აგებს: თბილისის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოლქების ნახევარს მაინც, თუ მეტს არა;
2. თბილისის მაჟორიტარებში კალაძემ თავისი კვოტა მიიღო: ფაქტობრივად, ოქლების ნახევარი;

3. მაჟორიტარების დაკომპლექტების პრინციპი ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ „ოცნება“ ხმების საყიდლად ემზადება: წარდგენილი კანდიდატების მინიმუმ ნახევარი მსხვილი ბიზნესმენია, რომელთა ნაწილი უკვე იყო პარლამენტში ფულის საკეთებლად, ახლა აიძულებენ იმ ნაკეთები ფულის ნაწილით საარჩევნო ხმები იყიდოს, იმ პირობით რომ შემდეგ პარლამენტში უფრო მეტად გამდიდრდნენ ბიუჯეტის ხარჯზე;

4. დანარჩენები: მოქმედი გუბერნატორები, ყოფილი სპორტსმენები და ყოფილი მაღალჩინოსნები გამარჯვების გარანტიას არ ქმნიან, იშვიათი გამონაკლისის გარდა;
5. ახალი სახეები ფაქტობრივად ვერ ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ ასოცირებას დღეს ყველა ერიდება;

6. მთავარი ბრძოლა ისნის საარჩევნო ოლქში გაიმართება, სადაც „ოცნებამ“ 30 კანდიდატს შორის ყველაზე ძლიერი კანდიდატი წარადგინა, სადაც მას ასევე, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი დახვდება. ამასთან, „ოცნების“ ყველაზე წონიანი მაჟორიტარული ფალავანის – კახი კახიშვილის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ დაყენებით და ამით ისნის ოლქის მაჟორიტარული არჩევნების მთავარ ბრძოლის ველად ქცევით, ფაქტობრივად, სრულად დაინგრა მითი ვაშაძის უკან „მდგომი“ ვანო ჩხარტიშვილის ფიგურის თაობაზე, რითიც ვაშაძემ ძალიან ძლიერი კონკურენტი კი მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა საუბრებს, მის უკან ჩხარტიშვილის ინტერესების შესაძლო მოაზრების თაობაზე;

7. რომ შევაჯამოთ, „ოცნებამ“ წარმოადგინა ძირითადად ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების შანსი ხმების ყიდვის გარდა, ფაქტობრივად არა აქვთ – ამით აიხსნება, ბიზნესმენების სიმრავლე კანდიდატთა შორის;

8. ამ სიის მიხედვით ოპოზიციას მაჟორიტარული ოლქების დიდი წილის მოგების შანსი აქვს, თუ სწორ კანდიდატებს შეარჩევს და თუ ერთმანეთის ხმების წართმევით არ იქნება დაკავებული, რითიც ხელისუფლების თამაშს ითამაშებს. ასე რომ, დანარჩენი ოპოზიციაზეა დამოკიდებული.”– წერს ხათუნა ლაგაზიძე.

თქვენი კომენტარი?