MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ეხმიანება “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

“საარჩევნო კამპანიის გახსნას რაღაც ემოცია, მუხტი, ენერგიის დემონსტრირება ხომ უნდა ახლდეს თან ???

ვერც სიცოცხლის ნიშანწყალი, ვერც ბრძოლის წინ ნუგეშის მომგვრელი სიხარული და იმედი, ვერც გამამხნევებელი შეძახილი ვერ დავინახე ქ.ო-ის დღევანდელ საარჩევნო სტარტზე… ბ-ნი ივანიშვილი ნავირუსალს ჰგავდა.

რასაკვირველია, ჩვენი ყველა ვარაუდი აღსრულდა, მაჟორიტარობის კანდიდატები ძირითადად ბიზნესმენები არიან, ასევე ძალოვანი უწყებების გავლენით დაწინაურებული ჩინოვნიკები, ერთ-ორ უპრინციპო დეპუტატს დაუფასდა ლიდერის ერთგულება, კალაძემაც გააძვრინა ერთი-ორი თავისი კაცი… არავის აქვს კავშირი რეალურ პოლიტიკასთან!

ყველაზე სამარცხვინო კანდიდატი ძველ თბილისში გვყავს, მიშისტ არჩილ გეგენავას რესტორნის ბულბული, ახალგაზრდა, რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, ჩაცმა-დახურვასა და უსქელეს ჯიბეს.

პოზიტივიც აღვნიშნოთ, ასოცდაათი წლის შემდეგ პირველად მმართველი პარტიის წარდგენილ კანდიდატთა შორის აღარ იქნებიან ფარმაცევტული სფეროს მაფიოზი ოქრიაშვილი და ქართველ სომეხთა სირცხვილი ენზელ მკოიანი. მაგრამ აჭარა და რაჭა ვერ ელევიან ანზორ ბოლქვაძესა და გოჩა ენუქიძეს…

ერთადერთი, ვისაც შემიძლია მივესალმო არის კახა კახიშვილი. ბევრი კარგი რამ მახსენდება მის შესახებ. პირადად ჩემთვის არავისთვის არასდროს არაფერი მითხოვია (სახელისუფლებო თანამდებობის პირებს ვგულისხმობ), რამდენიმე წლის წინ ერთი მომაკვდავი, ძალიან დიდი და კარგი კაცისთვის სიკვდილის წინ გულის გახარებაში დახმარება ვთხოვე! სამართლიანი თხოვნა უპირობოდ, ძალიან დელიკატურად და მაღალი ეთიკის ნორმების დაცვით აღასრულა! კახას გაუჭირდება, ძლიერი ოპონენტი ჰყავს დათოს სახით.

P.S. კვოტები მაჟორიტარებზეც უნდა დაწესებულიყო!”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?