მგონია რომ ეს 52 პროცენტი კიდევ გაიზრდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს – გია ვოლსკი

363
წაკითხვა/ნახვა

“მგონია რომ ეს 52 პროცენტი კიდევ გაიზრდება” – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს, რომლის წინასწარი მონაცემებით  არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა 52 პროცენტი მიიღო.

“მე მგონია, რომ მოიმატებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს, ვფიქრობ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი რომ წინ არის ეს უკვე ფაქტია და აქედან გამომდინარე დაველოდოთ, იქნება თუ არა მეორე ტური” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თქვენი კომენტარი?