დააკავეს მერიის თანამშრომელი (ვიდეო)

315
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

დაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის აღება.

გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, 9დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE